“ახალი კონსტიტუციით, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სფეროში სუბორდინაციის სისტემა, რომელიც არის მშვიდობიანობის დროს, შენარჩუნდება”

“კონსტიტუციის ახალი პროექტით, პრეზიდენტი იქნება ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე – მას რჩება მნიშვნელოვანი სტატუსი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ახალი კონსტიტუციით, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სფეროში სუბორდინაციის სისტემა, რომელიც არის მშვიდობიანობის დროს, შენარჩუნდება.
„საომარი მოქმედებების დროსაც მთავრობამ და სამინისტროებმა, რომლებიც მშვიდობიანობის დროს მართავენ თავდაცვის სისტემას, ეკონომიკას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, საგარეო ურთიერთობებს და ჯანდაცვის სისტემას, ყველაზე უკეთ იციან თითოეულ ამ სფეროში როგორია მზაობის დონე. აქედან გამომდინარე, საომარი ვითარების დროსაც, მათი მონაწილეობა ერთიანი პასუხის ფორმირებაში და ვითარების მართვაში ლოგიკური და აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტით, პრეზიდენტი იქნება ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე – მას რჩება მნიშვნელოვანი სტატუსი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები