ირაკლი კობახიძე: დღევანდელი დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა იცვლება დახვეწილი

„დღევანდელი დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა იცვლება დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა.
„დღევანდელი დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა იცვლება დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემით. არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება უკან – ეს შეიძლება ითქვას როგორც კონსტიტუციის საერთო სულისკვეთებასთან დაკავშირებით, ასევე, თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მუხლთან მიმართებით, ჩვენ გვაქვს წინსვლა, მხოლოდ პროგრესი. არც ერთ მუხლთან მიმართებით ნაბიჯი უკან არ იდგმება. ეს არის საერთო შედეგი იმ პროცესის, რომელიც წარიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქმნება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან“, – განაცხადა კობახიძემ და მან ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები