ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე საიუბილეო წელი ბოლნისში საზეიმოდ აღინიშნა

 ​დღეს, ბოლნისში 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე საბჭოთა კავშირის გმირის, უკრაინელი კაპიტნის, ვლადიმერ მიხაილის ძე რუჟინის საფლავი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს , სამამულო ომის ვეტერანებისთვის კი კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის, ,,სიონის“ მომღერლებმა პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.
​ღონისძიება ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალთან გაგრძელდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ, 72 წლის წინ ფაშიზმზე ბრწყინვალე გამარჯვება გაიხსენეს და გარდაცვლილი მეომრების პატივსაცემად, მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შინმოუსვლელთა მემორიალთან ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთან ერთად ესწრებოდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვეტერანებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მისალოცი ბარათები გადასცა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ვეტერანებისთვის საზეიმო სადილი გაიმართა. ბოლნისში, დღეის მდგომარეობით, 11 ვეტერანია რეგისტრირებული. ყველა მათგანს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 600, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ლარი ჩაერიცხა.
,,მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი. განსაკუთრებით გვინდა მოვეფეროთ იმ ადამიანებს, იმ ომის ვეტერანებს, რომელთა მხრებზეც გადაიარა სამამულო ომის ქარტეხილმა. რომ არა მათი თავდადება და გმირული ბრძოლა, ჩვენ დღეს ვერ ვიცხოვრებდით თავისუფალ საქართველოში.
ჩვენ, მუნიციპალიტეტმა, დღევანდელი დღე სხვადასხვა აქტივობით აღვნიშნეთ, გარდა ამისა, ტრადიციულად ყოველწლიურად, მატერიალურად ვეხმარებით ომის ვეტერანებს. მინდა დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო მათ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები