კასპის გამგებელი ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. „ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.
9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა. ეს იმ გმირების დღეა, რომლებმაც თავი დადეს ამ ბრძოლაში და მათი, ვინც გამარჯვებული დაბრუნდით სამშობლოში.
თქვენ, სიცოცხლისა და უდიდესი თავგანწირვის ფასად, იხსენით კაცობრიობა ფაშიზმისაგან. დიდება, ხსოვნა და არ დავიწყება დაღუპულ გმირებს!“, -აცხადებს გოჩა გოჩიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები