8-10 მაისს გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის ვიზიტი აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით, 8-10 მაისს, გაიმართება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან.
ასევე, გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება აშშ-ის წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები