გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ერთვება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ერთვება და 8 მაისს მონაწილეობას მიიღებს ბათუმში გამართულ განხილვაში, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
9 მაისს პრეზიდენტი დაესწრება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვების კომისიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ზუგდიდში, რომელიც ასევე, 12:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სხვა რეგიონებში დაგეგმილ შეხვედრებსაც დაესწრება.