„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ნაძალადევის რაიონში, მუხრანის სატუმბო სადგურში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი დაზიანდა.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, საღამოს 23:00 საათამდე, გეგუთის, სვირის, მირზაანის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებს, ლოტკინის დასახლებას და ივერთუბნის დასახლების ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMSშეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები  მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები