“შიშები, რომ შესაძლოა, გაერთიანდნენ სკოლები ან ოპტიმიზაცია მოხდეს, ეს არასწორო შიშებია”

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ 162-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, არც ერთი სკოლაში ოპტიმიზაცია და გაერთიანება არ იგეგმება.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროს მთავარი მიზანია, სკოლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.
“ჩვენ ბევრი შეხვედრა გვქონდა პედაგოგებთან. იყო დეტალური საუბარი ამ მემორანდუმთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რომ სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და სიახლეები. რაც შეეხება შიშებს, რომ შესაძლოა, გაერთიანდნენ სკოლები ან ოპტიმიზაცია მოხდეს, ეს არასწორი შიშებია. მესმის, რომ შესაძლოა, წინა წლების გავლენის შედეგად აქვთ ეს შიშები, მაგრამ მსგავსი არაფერი იგეგმება. უფრო მეტიც – ამ პროცესში კერძო სკოლებსაც ჩავრთავთ”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა.
როგორც სკოლის პედაგოგები „მოამბესთან“ საუბარში აცხადებენ, სწავლის პროცესის ჩაშლის მიზეზი პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები