რიმა ბერაძის ინიციატივით, ქეთევან ჭავჭანიძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, პოეტ ქეთევან ჭავჭანიძის ლექსების კრებულის -„უშენოდ არ მინდა არც ერთი გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა.
რიმა ბერაძემ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, საღამოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და ააიპ „გაერთიანებულ საფოსტო კავშირს“ პოეტის პირველი წიგნის ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქველმოქმედო საღამოზე, რომელიც ვარდების ბაღში მოეწყო, კრებულის ავტორთან ერთად, მისი ლექსები სხვა გამომსვლელებმაც წაიკითხეს.
როგორც ქეთევან ჭავჭანიძემ აღნიშნა, წიგნი მან საკუთარ მეუღლეს, კონსტანტინე ხუციშვილს მიუძღვნა, რომელსაც საფრანგეთში მკურნალობის ხანგრძლივი კურსი უტარდება.
საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა კი მთლიანად მის მკურნალობას მოხმარდება.
შემოქმედებით საღამოს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ლევან დარახველიძე და ვლადიმერ ძნელაძე, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ და რიმა ბერაძის რაიონული ოფისის წარმომადგენლები, ასევე, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩუღურეთის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები