თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდის, სამგორის, ისნის, ნაძალადევის და კრწანისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინფორმაციას კომპანია „თელასი” ავრცელებს.
„საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ჩიქოვანის, მეგრელიძის, ინტენსიფიკაციის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, დელისის, გაზაფხულის, ტაშკენტის, კამანის, ჯებაშვილის, ასათიანის, ზაქარიაძის, პეკინის, კუტუზოვის, ცინცაძის, გამრეკელის და მიცკევიჩის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის და მანაგაძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის II მიკრორაიონის, მოსულიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 15:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, ხიზაბავრის, თიანეთის, ვეკუას და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, მაყაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, ერისთავი-ხოშტარიას და ბარნოვის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, შინდისის, მესხის, გერგეთის, ოქროყანის და შხეფის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, კუპრაძის, კოტეტიშვილის და ჩხენკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ნავთლუღის დასახლების და მშველიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის, ჩარგლის და სიხარულიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანერგის, ცინცაძის და იმერეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები