„მესმის, ძნელია ყოფილ კოლეგებზე საუბარი, მაგრამ თუ კოლეგიალობის „ძარღვი“ გაწყვეტილი აქვს მავანს ადრე თუ გვიან, სათქმელი უნდა ითქვას”

„მესმის, ძნელია ყოფილ კოლეგებზე საუბარი, მაგრამ თუ კოლეგიალობის „ძარღვი“ გაწყვეტილი აქვს მავანს, ადრე თუ გვიან, სათქმელი უნდა ითქვას”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, “რეპორტიორის” რედაქტორი გიორგი მამაცაშვილი წერს.
“ჩემს რესპონდენტს წლებია, ვიცნობ. თუმცა, კარგა ხანია, არ შევხვედრივარ. გულწრფელად გითხრათ, გამიკვირდა კიდეც მისი ზარი და ინტერვიუს შემოთავაზება – წერას საუბარს ვამჯობინებო… არ დაგიმალავთ, არც იმას მოველოდი, საუბარი უხერხულ თემებზე თუ მოგვიწევდა და ასე ღიად და საჯაროდ იტყოდა იმას, თუ რა მოხდა მის რედაქციაში, რის თქმასაც ბევრი, აგერ უკვე, წლებია, ერიდება და რისი უთქმელობაც აქამდე ლოდად აწვა გულზე.
„მესმის, ძნელია ყოფილ კოლეგებზე საუბარი, მაგრამ თუ კოლეგიალობის „ძარღვი“ გაწყვეტილი აქვს მავანს, ალბათ, ადრე თუ გვიან, სათქმელი უნდა ითქვას და ახლა სწორედ ეს მომენტია, რომ ეს სათქმელი სწორედ მე ვთქვა!“- ამბობს და არ დაგიმალავთ, ბევრი რამით მაკვირვებს კიდეც…
მხოლოდ ჩემთვის კი არა, საზოგადოებისთვისაც ერთობ საინტერესოა, ვის რა ფორმით აშანტაჟებდა ელისო კილაძე წლების განმავლობაში. სწორედ ამაზე საუბრობს ჩვენი რესპოდენტი.
ასევე, საინტერესოა, რომელი პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები დარბოდნენ „ქრონიკა+“-ის რედაქციაში მთავარი რედაქტორის „მადის“ დასაკმაყოფილებლად.
ვინ არის „გადამგდები“ ჟურნალისტი? რატომ უწოდებს „სიბინძურის ბუდეს“ გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქციას?
რატომ მიდიოდნენ რედაქციიდან ეტაპობრივად ცნობილი და პოპულარული ჟურნალისტები?
ვწუხვარ, რომ ამ თემებზე და ჩემს კოლეგებზე მიწევს საუბარი…”- წერს მამაცაშვილი “ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები