ანრი ოხანაშვილი: ქორწინების დეფინიციის შემოთავაზებული ვერსია ევროკავშირის ქვეყნებისთვის უცხო არ არის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტში ქორწინების საკითხთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, ქორწინების დეფინიციის შემოთავაზებული ვერსია ეს არ არის უცხო ევროკავშირის ქვეყნებისთვის, მათ შორისაა ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, სადაც მსგავსად არის დარეგულირებული ქორწინების დეფინიცია.
„ქორწინებასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ობიექტური და ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ვენეციის კომისიის შეფასება იქნება პოზიტიური. ქორწინების დეფინიციის შემოთავაზებული ვერსია ეს არ არის უცხო ევროკავშირის ქვეყნებისთვის, მათ შორისაა ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, სადაც მსგავსად არის დარეგულირებული ქორწინების დეფინიცია. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს რომ მოვახდენდით კონსტიტუციაში ქორწინების საკითხის ასახვას დეფინიციის ამგვარი ფორმით. ეს ასევე ემსახურება ჰომოფობიური განწყობების გაღვივების პრევენციას. მტკიცედ გვჯერა, რომ კონსტიტუციაში ამგვარი ფორმით ქორწინების დეფინიციის არსებობა ხელს შეუშლის მოხდეს ჰომოფობიური განწყობების გაღვივება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოების, უდიდეს ნაწილში არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება – ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდი ამ საკითხის გადახედვას არ გეგმავს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები