გუგული მაღრაძე: ჩილიმბარში მუშტუკს არავინ არ ცვლის და დაადგინეს, რომ ეს შეიძლება ჰეპატიტის გავრცელების კარგი გზაც იყოს

ჩილიმი ჩვენი კულტურისთვის ახალია. ისტორიულ ასპექტში ნუ გადავდივართ, მე-15 საუკუნეში ჩვენი მეფეები რას აკეთებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.
პლენარულ სხდომაზე, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას მაღრაძემ ჩილიმბარებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩილიმბარში მუშტუკს არავინ ცვლის და მედიკოსეებმა დაადგინეს, რომ ეს შეიძლება C ჰეპატიტის, ჰეპატიტის გავრცელების ერთ-ერთი გზაც იყოს.
ამასთან, გუგული მაღრაძის თქმით, ცვლილებებით, საქართველოში ჩილიმბარები არ იკრძალება, მაგრამ თუკი დახურულ შენობაში მსგავსი რაღაც იქნება დატოვებული, მაშინ ჩილიმბარზე სპეციალური სალიცენზიო პირობები უნდა გაიცეს და გაირკვეს, იქ თამბაქო არის თუ არა.
„გვინდა, ამ კანონით ნაკლები ხვრელები არ დავტოვოთ. ვინმეს გარანტია აქვს, რომ ჩილიმის შემადგენლობაში ნიკოტინი არ შეიძლება იყოს? – ისეთი რაღაცების შემოწმებას ნუ მოგვთხოვთ, რისი შემოწმებაც დღეს კი არა, უახლოეს მომავალშიც საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. სხვათაშორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელმა კარგი რაღაც გვითხრა, რომ თუკი ქვეყნის კულტურაში ისეთი რაღაც არ არის დაკავშირებული მოწევასთან, არ არის აუცილებელი ამის პროვოცირება მოვახდინოთ. ჩილიმი ჩვენი კულტურისთვის ახალია. ისტორიულ ასპექტში ნუ გადავდივართ, მე-15 საუკუნეში ჩვენი მეფეები რას აკეთებდნენ. გარდა იმისა, რომ გაკონტროლება ძნელია ჩილიმი ნიკოტინს შეიცავს თუ არა და სხვებზე გავლენას ახდენს თუ არა. ჩვენთან ჩილიმბარები დიდი რაოდენობის არ არის და ეს დიდ უმუშევრობას არ გამოიწვევს. ჩილიმბარებს არ ვკრძალავთ, გარეთ გამოგვაქვს, მაგრამ თუკი დახურულ შენობაში მსგავს რაღაცას დატოვებ, მაშინ ჩილიმბარზე სპეციალური სალიცენზიო პირობები უნდა იყოს და გაიზომოს, იქ თამბაქო არის თუ არა. ეს რთულია და ჩვენ მარტივი გზით წავედით“, – განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები