მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გოგა ჩანადირმა ფოტოგრაფიის თემაზე მასტერკლასი გამართა

პროექტის „მასტერკლასი სასახლეში“ ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში ცნობილმა ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა გამართა მასტერკლასი თემაზე „თანამედროვე ფოტოგრაფია“. შეხვედრა მოსწავლეთა ჩართულობით, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსასცენარო ფაკულტეტი დაამთავრა, მუშაობდა ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში. მისი ფოტოარქივი 5 000 000 ფოტოს ითვლის. მოწყობილი აქვს უამრავი ფოტოგამოფენა, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მისი ჰობია კითხვა. გატაცებულია მოგზაურობით და მას მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე უმოგზაურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები