”ქართული ოცნება” მერობის და გამგებლობის კანდიდატებს ივლის-აგვისტოში წარადგენს

​მმართველი გუნდი მერობის და გამგებლობის კანდიდატებს ივლის-აგვისტოში წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ალბათ, ივლისს-აგვისტოში გახდება ცნობილი კანდიდატების სია. ჩვენ შესარჩევი გვყავს როგორც მერობის, ისე გამგებლობის კანდიდატები, ასევე, საკრებულოებში შესარჩევი გვყავს 1000-ზე მეტი კანდიდატი და ამაზე მუშაობა პრინციპში, დაწყებულია და ალბათ, უახლოეს მომავალში, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება ეს მსჯელობა და სადღაც აგვისტოში კანდიდატებს წარვადგენთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები