„საკონსტიტუციო ცვლილებებით ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს“

“ახალი კონსტიტუციით, არ არის უზრუნველყოფილი ორპალატიანი პარლამენტის შემოღებაც, რაც. ასევე. წარმოადგენს საპარალამენტო რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს”, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ ცვლილებებს.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე.
„ახალი კონსტიტუციით, არ არის უზრუნველყოფილი ორპალატიანი პარლამენტის შემოღებაც, რაც, ასევე, წარმოადგენს საპარალამენტო რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს. გარდა ამისა, წარმოდგენილ პროექტში უგულებელყოფილია ამომრჩევლის უფლება – ხალხისთვის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის ნების წართმევით. თუმცა კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რაც პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის შედეგად, უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე. ქვეყანაში, რომელსაც დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც დგას ურთულესი რეგიონული გამოწვევების წინაშე, აღარ არსებობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობისთვის შექმნილი კონსტიტუციური ორგანო – უშიშროების საბჭო. შესაბამისად, ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს“, – მიიჩნევს გიორგი მარგველაშვილი.
გიორგი მარგველაშვილის პოზიცია მედიას დღეს მისმა პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები