გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციის წარმოდგენილ ვერსიაში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხიც გაუარესებულია

„კონსტიტუციის წარმოდგენილ ვერსიაში გაუარესებულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხიც“, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ ცვლილებებს.
ქვეყნის პირველი პირის პოზიცია მედიას დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გააცნო.
მარგველაშვილს მიაჩნია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაუარესება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესის შეცვლასა და მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის შენარჩუნებაში გამოიხატება.
„საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – მიიჩნევს პრეზიდენტი.
მისივე აზრით, „შემოთავაზებულ ვერსიაში არის კიდევ თემები, რომლებიც საჭიროებს შესწავლასა და ანალიზს“.
„თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში, კონსტიტუციის ამ ვერსიაში გაჩნდა დადებითი ჩანაწერებიც“, – აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები