„ოპოზიციას სურს, კონსტიტუციაში სამთავრობო კრიზისების შესაძლებლობა დავუშვათ, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ“

გაუნაწილებელი მანდატების ყველაზე მაღალი პროცენტის მქონე პარტიისთვის მინიჭებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი და „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური სამართლიანად მიიჩნევს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მანდატების განაწილების სხვაგვარი წესი მთავრობის დაკომპლექტებას ხელს შეუშლის და ქვეყანა სამთავრობო კრიზისის წინაშე დადგება.„ემპირიული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ბარიერგადაულახავი პარტიების მხრიდან 10-15% რჩება ხოლმე გაუნაწილებელი ხმები. ასეთ შემთხვევაში, საუბარი არის 15-დან 20 მანდატზე, რომლის ნახევარზე მეტი ისედაც მიაქვს პირველ ადგილზე გასულ პარტიას. ხმაური არის ატეხილი, რომ 4-მა პარტიამ გაინაწილოს თუ არ გაინაწილოს 7-8 მანდატი და რომ თურმე, ეს ყოფილა ქვეყნის დაქცევა. არ არის სამართლიანი მიდგომა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხმები განაწილდეს პროპორციულად, რათა მთავრობის დაკომპლექტებას არ შეექმნას პრობლემა. ოპოზიცია ჩვენ გვეუბნება, რომ პენსიებიც უნდა გავზარდოთ, სამუშაო ადგილებიც შევქმნათ, ეკონომიკაც უნდა განვავითაროთ და ამავე დროს, სამთავრობო კრიზისების შესაძლებლობებიც კონსტიტუციაში უნდა დავუშვათ. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის მზად კოალიციური მთავრობისთვის, ჩვენ დღეს ამის უფლებას თავს ვერ მივცემთ“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები