მთავრობა ცალკეული დარგების, მათ შორის შიდა ავიაციის სტიმულირებას განახორციელებს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ პროექტი წარადგინა, რომლის თანახმადაც „საქართველოს საგადასახადო კოდექსსა“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შედის. ცვლილების თანახმად, მთავრობა ცალკეული დარგების, მათ შორის შიდა ავიაციის სტიმულირებას განახორციელებს.
„პაკეტი მოიცავს ისეთი დარგების სტიმულირებას, როგორიცაა, მაგალითად, შიდა ავიაცია. ამისთვის ჩვენ დღგს-სგან და აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო ნაწილის საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი, ბორტზე მისაწოდებლად და ასევე, სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია არის ძირითადად სუბსიდირებადი დარგი და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულირებები, რათა მაქსიმალურად გავაიოლოთ შიდა მიმოსვლა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები