ზვიად ძიძიგური: დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მცირე უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მისი საყოველთაო არჩევნების წესით არჩევა საჭირო არ არის. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, პრეზიდენტის უფლებამოსილებები ნაკლებია, ამიტომაც მისი არჩევის წესი მის უფლებებთან შესაბამისობაში უნდა იყოს.„მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ კომპლექსურად. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, პრეზიდენტის უფლებამოსილებები არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე ნახევრად საპრეზიდენტო ან საპრეზიდენტო რესპუბლიკის პირობებში. მისი უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი ერთმანეთთან შესაბამისობაში როცა არ არის, ეს სჭირდება ქვეყანას თუ არა. რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, ევროკავშირის ქვეყნების ნახევარი პირდაპირი წესით ირჩევს, მეორე ნახევარში კი გვაქვს საპარლამენტო წესით არჩევა“,- აღნიშნა ძიძიგურმა.
აღსანიშნავია, რომ ახალი საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს.