ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს სამი ადამიანი მოკლეს

ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი მოკლეს, კიდევ ოთხი დაიჭრა. საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ერთი თვის განმავლობაში, ქვეყანაში მომხდარი არეულობების შედეგად, 24 ადამიანია დაღუპული.
კარაკასში და ქვეყნის კიდევ 20 ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მომიტინგეები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და ციხეებიდან ოპოზიციის წარმომადგენელთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები