მაკრონის ცოლი, რომელიც მასზე 24 წლით უფროსია, მისი ყოფილი მასწავლებელია

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩვენების პირველი ტურის შემდეგ, დამოუკიდებელი კანდიდატი, 39 წლის ემანუელ მაკრონი ლიდერობს. ის არა მარტო იმით არის საინტერესო, რომ საფრანგეთის ისტორიაში შეიძლება ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდეს, არამედ იმითაც, რომ დაქორწინებულია ქალზე, რომელიც მასზე 24 წლით უფროსია.
მაკრონის მეუღლე ბრიჯიტ ტრონიე 63 წლის არის და მას 7 შვილიშვილი ჰყავს. მაკრონის და მისი მეუღლის სასიყვარულო ისტორია ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო. ბრიჯიტი ფრანგული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, მაკრონი კი მაშინ მხოლოდ 15 წლის მოსწავლე, თუმცა ქალი იხსენებს, რომ უკვე მაშინ გამოირჩეოდა თინეიჯერებისგან და  არ ჰგავდა მათ.
ემანუელმა ბრიჯიტს მასზე დაქორწინება ჯერ კიდევ მაშინ შესთავაზა, როდესაც ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო. თუმცა მათი ქორწილი მოგვიანებით, 2007 წელს შედგა. ემანუელ მაკრონის მშობლები ამის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ უშედეგოდ. შეყვარებულებს წინ უკვე ვერაფერი დაუდგებოდა.
“ჩვენი ქორწინება არ არის უბრალო, ჩვენ არანორმალური წყვილი ვართ, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ“, – აცხადებს ბრიჯიტ ტრონიე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ცოლზე, მელანია ტრამპზე 24 წლით უფროსია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები