იორდანიის სისხლის სამართლის კოდექსიდან ნორმა ამოიღეს, რომელიც მოძალადეებს სასჯელისგან ათავისუფლებდა

იორდანიის სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღეს ნორმა, რომელიც მოძალადეებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა. ეს ნორმა იმ შემთხვევაში მოქმედებდა, თუ მოძალადე მსხვერპლზე დაქორწინდებოდა. შესაბამის ცვლილებას იორდანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ გამოცემა “Petra” იუწყება.
​იორდანიაში სისხლის სამართლის კოდექსი გაუპატიურების კვალიფიკაციას ანიჭებს 18 წლამდე ქალთან სექსს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი სქესობრივ კავშირში ნებაყოფლობით მონაწილეობდა. გაუპატიურება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამასთანავე, მოძალადეს შეეძლო,თავიდან აეცილებინა სასჯელი, თუ მსხვერპლს ცოლად მოიყვანდა . ამის შემდეგ დაქორწინებულები ვალდებულები იყვნენ, ქორწინებაში 3-დან 5 წლამდე ყოფილიყვნენ. თუ მსხვერპლი 15 წლამდე ახალგაზრდაა, ამ შემთხვევაში იორდანიის სამართალი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები