ლე პენი: მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ

” არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებული არ ვართ, მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ”, – ამის შესახებ პარტია „ეროვნული ფრონტის“ ულტრა-მემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს.
​მისი თქმით, ემანუელ მაკრონი სუსტია და ის ვერ შეძლებს ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლას.
“ჩვენ არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებული არ ვართ. მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. მაკრონი სუსტია, მას ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის სათანადო პროგრამა არ გააჩნია. ეს არჩევნები ფაქტობრივად, რეფერენდუმია გლობალიზაციის დაშვების შესახებ. ამ საკითხზე ფრანგებმა ცხადი და ცალსახა არჩევანი უნდა გააკეთონ. დარწმუნებული ვარ, რომ ფრანგების უმრავლესობა გლობალიზაციის წინააღმდეგია”, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენმა ამომრჩეველთა ხმების 21.43 % მიიღო, ემანუელ მაკრონმა – 23.86 %. არჩევნების მეორე ტური შვიდ მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები