ფრანსუა ოლანდი არჩევნების მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს დაუჭერს

პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს დაუჭერს. აღნიშნულის შესახებ ოლანდმა დღეს განაცხადა.
„რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ხმას ემანუელ მაკრონს მივცემ. ემანუელ მაკრონი ის ადამიანია, რომელიც დღეს იმ ღირებულებებს იცავს, რომლებიც ფრანგების გაერთიანებას უზრუნველყოფს. ჩემი ვალდებულებაა კიდევ ერთხელ განვსაზღვრო, თუ რა დევს ფსონზე. ულტრამემარჯვენეების ყოფნა სარისკოა ჩვენი ქვეყნისთვის. ამგვარი რისკის წინაშე შეუძლებელია ჩუმად იყო. ფსონზე ჩვენი ერის ერთიანობა დევს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
საფრანგეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, მარინ ლე პენმა კი 21,53%.
არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები