ვიქტორ დოლიძე: თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში საფრთხეები ადეკვატურად არის შეფასებული

„როცა ოკუპანტი კილომეტრნახევრიან დაშორებაში იმყოფება ცენტრალურ მაგისტრალთან, ეს რომ საფრთხეა, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არ ისმის, მაგრამ საქართველო არის მშვიდობისმყოფელი და მშვიდობიანი ქვეყანა“, – ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თავდაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული მიმოხილვის 2017-2020 წლების დოკუმენტს.
დოლიძემ დოკუმენტის შეფასებისას აღნიშნა, რომ სტრატეგიულ დოკუმენტში საფრთხეები ადეკვატურად არის შეფასებული.
”ორივე ნახსენები საფრთხე რომ რეალურად საფრთხეა, ამას ბევრი კამათი არ ესაჭიროება. რაც შეეხება პროპაგანდას, ეს არა მხოლოდ საქართველოს და რეგიონის, არამედ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური საფრთხეა და ჩვენ სწორედ ამიტომაც ვებრძვით ამ პროპაგანდას. რაც შეეხება სამხედრო საფრთხეს, როცა ოკუპანტი კილომეტრნახევრიან დაშორებაში იმყოფება ცენტრალურ მაგისტრალთან, ეს რომ საფრთხეა, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არ ისმის, მაგრამ საქართველო არის მშვიდობისმყოფელი და მშვიდობიანი ქვეყანა. მიუხედავად ამისა, თავის თავდაცვის რესურსებს მხოლოდ იუმჯობესებს და მომავალშიც გააუმჯობესებს, ისევე, როგორც ნატოსთან თავსებადობის მიღწევა სრულად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ინტეგრაციული პროცესების კვალდაკვალ. ასე რომ, საფრთხეები ადეკვატურად არის შეფასებული თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2017-2020 წლების სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები