თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა: თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესსა და ახალი მიდგომების შემუშავებას

საქართველოს მთავრობა განაგრძობს შეიარაღებული ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის მხარდაჭერას და ერთიანი სახელისუფლებო ხედვის ფარგლებში, გააძლიერებს უწყებათაშორის თანამშრომლობას ქვეყნის თავდაცვის რესურსების ეფექტიანი მართვისთვის. ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 2017-2020 წლების დოკუმენტში. დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის დანახარჯებში მნიშვნელოვანი ცვლილებების არ არის მოსალოდნელი და მშპ 2%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.
​თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში ასევე, ნათქვამია, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გააგრძელებენ ქვეყნის თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერას.
​„ერთიანი სახელისუფლებო მიდგომა და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლის გაუმჯობესებას, საზოგადოების კონსოლიდირებას ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებისთვის. ეკონომიკის განვითარების ტენდენციებიდან გამომდინარე, თავდაცვის დანახარჯებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი და შენარჩუნდება მთლიანი შიდა პროდუქტი 2%-ის ფარგლებში. თავდაცვის სფეროში ახალი პროექტების (საჰაერო თავდაცვა, მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა, საჰაერო სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენები, ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობები და სხვა) დაფინანსება შესაძლოა დაემატოს თავდაცვის ბიუჯეტს. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესსა და ახალი მიდგომების შემუშავებას. სტრუქტურული ოპტიმიზაცია უზრუნველყოფს რესურსების მობილიზებას მზადყოფნისა და მოდერნიზაციის მიმართულებებზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები