ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა – ადგილზე სპეციალური კომისია მუშაობს (ფოტოკოლაჟი)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, კერძოდ ჯვარში, მუჟავაში, ჭალესა და ჩქვალერში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეებიც.
როგორც „კვირას“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა გია შელიამ განუცხადა, გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა. მისივე თქმით, ზარალის დამთვლელი კომისიები ადგილზე მუშაობენ და რა ოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები