ძლიერმა ქარმა სოფელ ვეჯინში ეკლესია დააზარალა

სტიქიამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დააზიანა. ძლიერმა ქარმა ეზოში მდგარი ასწლოვანი ნაძვის ხე მოგლიჯა, რომელიც ტაძარს დაეცა.
სოფელ ახაშენში კი ძულიაშვილების საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა.
თუნუქის ფურცლები რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით დაეცა. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზებიც. სტიქიის შედეგად, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები