ირანის ვიცე-პრეზიდენტი: ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს

საქართველო-ირანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრის ძირითადი თემები.
ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
ესჰაყ ჯაჰანგირმა, ასევე, ისაუბრა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მთავრობა ირანელ ინვესტორებს მიესალმება.
მხარეებმა ისაუბრეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე, ასევე, განათლების, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები