პრემიერი “ქართული ოცნების” 5 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დაფუძნების 5 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაფუძნდა პარტია, რომელიც დაუპირისპირდა რეპრესიულ მმართველობით სისტემას და დაიწყო ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. გააჩინა იმედი იმისა, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალა, ხალხთან ერთად, დაამარცხებდა მოძალადე ხელისუფლებას და სახელმწიფო დაადგებოდა ნორმალური განვითარების გზას. ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკურ ძალასთან ერთად, დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა და თვეების განმავლობაში, რეპრესიების, დარბევების, უკანონო დაპატიმრებების მიუხედავად, უსისხლოდ, ბრძოლის ერთადერთი იარაღით – პოლიტიკური მეთოდებით, არჩევნების გზით დაამარცხა რეჟიმი. პარტიამ დაიწყო რეალური დემოკრატიული ცვლილებები.
დღესაც ერთი მიზანი გვამოძრავებს – ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო, სახელმწიფო, რომელიც მოქალაქის უფლებებსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები