ნიჭიერი ქართველი მოცეკვავეების გზა წარმატებისკენ

 “ირაკლი, გიორგი, ირაკლი და ლადო, ყველასათვის ცნობილია თქვენი სახელები, რამ გამოიწვია მრავალმაშტაბიანი შოუს მაყურებლებისთვს, გამორჩეული მონაწილეები რომ ხართ?
ირაკლი გელოზია. მოგესალმებით, პირელ რიგში ეს გამოიწვია იმან რომ გვაქვს განსხვავებული ცეკვა,ურთულესი ელემენტებით და ამას ვასრულებთ პროფესიონალურად. ჩვენთან ერთად ჩვენს საცეკვს ვერც ერთი ეროვნების მოცეკვავე ვერ ასრულებს, თან ჩვენი გუნდიდან რაც გავნაწილდით სხვადასხვა შოუებში მის მერე ზოგჯერ მხოლოდ ოთხ ქართველს გვიწევს ჩვენი ნომრის შესრულება. როცა 120 მოცეკვავეა სცენაზე და მათ მერე მხოლოდ ოთხი ქართველი მოცეკვავე იცეკვებ ისე რო დარბაზში ტაში არ წყდება, ეს სასიხარულოა და მაყურებელი გიმახსოვრებს ადვილად. როგორც ცეკვა, ასევე ჩვენი კოსტუმებიც განსხვავებულია თავისი ქართული ხასიათით.
გიორგი, შენ ყველაზე უმცროსი მონაწილე ხარ მოცევავეებში, და გამოცდილ მოცეკვავეებთან შერწყმა რთული იყოო?
გიორგი ალიმბარაშვილი. არა, არანაირად არ გამჭირვებია, რადგან ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ ბავშვობიდან და მითუმეტეს როცა პროფესიონალ მოცეკვავეებთან გიწევს მუშაობა, ბევრად ადვილია ყველაფერი თუ პროფესიონალურად იცი შენც შენი საქმე. როცა შემომთავაზეს მეგობრებმა თავიანთ დიდ ოჯახში გაწევრიანება, არც დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი. მოსვლის დღიდან ერთად ვმოგზაურობთ და მხოლოდ ვზრუნავ იმაზე, რომ შესრულების ხარისხი იყოს უმაღლესი, აკადემიური დონე და ეს ერთად ძალიან კარგად გამოგვდის.
ირაკლი ალბათ ამდენი კონცერტის მერე სცენაზე თამამად გრძნობ თავს?
ირაკლი ფარცვანია
არა, ყოფილა კონცერტები სადაც თამამად ვერ ვყოფილვარ და ცოტა დაძაბულიც მიგრძვნია თავი, მაგალითად როცა ზამთრის ოლიმპიადის გახსნა იყო სტადიონზე 40 000 მაყურებელის ირგვლივ და ტელევიზიით პირდაპირ ეთერში, მომიწია ჩემი ნომრის შესრულება და ეს სხვა შეგრძნებაა. არაერთი კონცერი გვქონია მსგავსი: სპორტული ოლიმპიადების გახსნა/დახურვა , ტელევიზიებში პირდაპირ ეთერში ცეკვა, სადაც არც ისე მოხერხებული სცენებია, დეკორაცებით სავსე. მაგრამ სასიამოვნოა ის რომ მერე უყურებ შენს ჩანაწერს და ყველაფერი შესანიშნავადაა.. “ლადო რას უსურვებდი ამ თქვენ ცეკვით შექმნილ დიდ ოჯახს”
(ლადო)ვლადიმერ წითაშვილი
ვუსურვებ იმას რაც ძალიან მალე ასრულდება, ჩვენზე გაიზარდა მოთხოვნა და გავნაწილდით სხვა და სხვა დიდ შოუებში, სურვილი ერთი გვაქვს ყელას, ის რომ ისევ შევიკრათ და ერთად დავდგეთ დიდ სცენებზე, ეს აუცილებლად ესე იქნება, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავეებისან შედგება და უახლოესი მეგობრებისგან და ჩვენ ერთად ვართ დაუმარცხებელი ძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები