საფრანგეთის პროკურატურამ პარიზელი თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა

საფრანგეთის პროკურატურამ პარიზელი თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით მამაკაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, 39 წლის ქარიმ შერფია.
სამართალდამცველების ინფორმაციით, პოლიციელს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა შერფიმ მიაყენა. ტერორისტი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. სამართადამცველებმა მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიც აღმოაჩინეს, რომლის საშუალებითაც დამტკიცდა, რომ მას კავშირი ნამდვილად ჰქონდა ისლამისტებთან.
“კარიმ შერფის ცხედართან ნაპოვნ წერილში, რომელიც როგორც ჩანს, მას ჯიბიდან ამოუვარდა, ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი ხელნაწერი შეტყობინება იყო“, – განაცხადა მოლენსმა CBS News-ის ეთერში.
ცნობისთვის, ტერაქტი 20 მაისს ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა. დაშავდა სამი პოლიციელი, ერთი ადგილზე გარდაიცვალა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები