გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი საქართველო – უკრაინის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებას, ეკონომიკური, სავაჭრო, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხები, დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საჭიროა, ორივე ქვეყნის კოორდინირებული მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უკრაინა ევროპარლამენტის მხარდაჭერას მიიღებს და ქართველების მსგავსად, უკრაინელებსაც ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და პრეზიდენტის მრჩევლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები