„სუფთად ევროპისკენ“ – იმერეთის რეგიონში დასუფთავების კვირეული იწყება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო  დასუფთავების კვირეულს „სუფთად ევროპისკენ“ იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასუფთავების მასშტაბური აქცია იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში გაიმართა. აქციაში მონაწილეობა იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ 5000 -მდე ადგილობრივ მოსახლესთან ერთად მიიღო. აქციაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
დასუფთავების აქცია იმერეთის რეგიონთან ერთად, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭარაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები