შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის ბოცმანი, ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის ბოცმანი, საქართველოს მოქალაქე ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ „კვირას“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს. სააგენტოს პრესსამსახურის ბოლო ინფორმაციით, წყლის ტემპერატურისა და ამინდის გათვალისწინებით, აქტიური სამძებრო სამაშველო სამუშაოების ფაზა დასრულებულია.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს დამატებითი ინფორმაციის დროულად მოსაპოვებლად. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კონტაქტზეა როგორც უკრაინისა და რუსეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურებთან, ასევე, დაკარგული ლაშა ქაჯაიას ოჯახთან. სამძებრო სამუშაოები გრძელდება შემთხვევის რაიონში მცურავი გემების მიერ.
​შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 19 აპრილს, გამთენიისას, შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyatve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაში არსებული მცურავი სატვირთო გემი GeroiArsenala (IMO 8727604) ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების შედეგად, გადარჩენილია ეკიპაჟის 1 წევრი (უკრაინის მოქალაქე) და ამოყვანილია სამი გარდაცვლილი მეზღვაური, აქედან ორი უკრაინის მოქალაქე და ერთი რუსეთის მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები