მთავრობის ადმინისტრაცია ქვემო ქართლის გუბერნატორის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია ქვემო ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის, პაატა ხიზანაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პაატა ხიზანაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. პაატა ხიზანაშვილი ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორის თანამდებობაზე 2014 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები