„უნგრეთის და საქართველოს მოლაპარაკების ერთ-ერთი საკითხი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება“

„ უნგრეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, უნგრეთი ნელ-ნელა აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკის განმსაზღვრელი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ხდება“, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ უნგრეთის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, უნგრეთის დღევანდელი მთავრობა ერთგვარი სასურველი შუალედური რგოლია დასავლეთსა და რუსეთს შორის. არეშიძემ ემიგრანტებთან მიმართებაში უნგრეთის მთავრობის პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა, მისი თქმით, საქართველოს და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი სასაუბრო თემა სწორედ საერთაშორისო ტერორიზმი იქნება.
„ აღმოსავლეთ ევროპაში დღეს აქტიურად ფუნქციონირებს ვიშეგრადის ოთხეული, რომელშიც გაერთიანებულია უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და პოლონეთი . ეს ოთხი ქვეყანა ერთდროულად ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც მიგრანტთა მიმართ ახალი პოლიტიკა ჰქვია. ეს პოლიტიკა გულისხმობს მიგრანტების გატარებას, მაგრამ არა მათ მიღებას. მათთვის ყველაზე მაღლა საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება დგას. უნგრეთის დღევანდელი მთავრობა ერთგვარი სასურველი შუალედური რგოლია დასავლეთსა და რუსეთს შორის. არ ვიცი, ეს რამდენად გამოყენებადი იქნება რუსეთის მიმართულებით, მაგრამ დელეგაციის 70-კაციანი შემადგენლობა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მოწმობს. როგორც ვატყობ, ჩვენმა ელჩმა – კანდელაკმა სერიოზულად იმუშავა. არ ვიცი, რა საკითხებზე იქნება მოლაპარაკება, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი რომ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, ეს ფაქტია“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები