მაია ბითაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ ლიუ ჰაოს ხელმძღვანელობით, ჩინეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დელეგაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ძი იანჩის შეხვდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილე დელეგაციის წევრებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა.
ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლები დაცული ტერიტორიების სისტემისა და წყლის რესურსების მართვის, ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციებით დაინტერესდნენ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გარემოს დაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები