საქართველოს პრემიერი პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.​
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ტერორიზმი იქნება დაძლეული,” – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, პარიზში, შანზ-ელიზეზე წუხელ სროლები იყო. შემთხვევის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია. როგორც გაირკვა, ის სპეცსამსახურებისთვის რადიკალ ისლამისტადაა ცნობილი. პარიზის ცენტრში წუხელ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები