„საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფრონტაციის მიუხედავად, საქართველოს აქვს სტაბილური ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა“

 “ჩვენ უნგრეთში რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შესახებ, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთთან კონფლიქტი გავლენას არ ახდენს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. ორბანმა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო დადებითად შეაფასა და ბიზნესმენებს ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოუწოდა.
“მინდა, უნგრეთის დელეგაციას გავუზიარო ჩემი პერსონალური შეხედულება და დავარწმუნო, რომ თქვენი ქვეყანა ნამდვილად სტაბილურია. საქართველოს მთავრობა ატარებს მთელ რიგ რეფორმებს, ბიუროკრატიის შემცირებისა და განათლების სისტემის ფორმაციის ჩათვლით. ჩვენ უნგრეთში რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შესახებ. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, რომ ეკონომიკის ოპერირება ამ კონფლიქტზე საერთოდ არ არის დამოკიდებული.
საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფრონტაციის მიუხედავად, ამ ქვეყანას აქვს სტაბილური ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა და ამ მხრივ, არ არის პრობლემა თქვენი ბიზნესაქტივობისთვის”,- მიმართა ორბანმა უნგრელ ბიზნესმენებს. ორბანის თქმით, საქართველოში ვიზიტის მომზადებისას, აღმოაჩინა რამდენიმე სიტყვა, რომელიც ორივე ენაში ერთნაირია, მაგალითად „თეფში“ და „ხიდი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები