პრემიერ-მინისტრმა პაატა ხიზანაშვილის გუბერნატორობიდან წასვლის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორის, პაატა ხიზანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დააკმაყოფილა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ინფორმაციით, ხიზანაშვილის განცხადებას პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა.
პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად 2014 დეკემბრიდან მუშაობს. 2006 წლიდან გუბერნატორად დანიშვნამდე, ის „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და „ბანკი ქართუს“ საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი.
სხვადასხვა პერიოდში, მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები