უნგრეთის პრემიერი : ვგრძნობთ, რომ გარკვეულწილად, ნათესავები ვართ და ორივე ერი ამით ამაყია

საქართველო-უნგრეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავზე ორმა ქვეყანამ ძალიან კარგი ურთიერთობები დაამყარა”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვიქტორ ორბანმა უნგრულ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
„ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ დავამყარეთ, არის ძალიან განსაკუთრებული. ჩვენ არასდროს არ ვმალავთ, რომ უნგრელები ვართ ერი, რომელმაც მიგრაცია განახორციელა აღმოსავლეთიდან დასავლეთში. ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ იმ კვლევებით, რომლებსაც ატარებენ ჩვენი მეცნიერები კავკასიაში და ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ ის კავშირები, რომელიც წარსულში არსებობდა. ასევე, ვმუშაობთ და ვცდილობთ, გავაღრმავოთ ჩვენი კულტურული კავშირები. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ვართ გარკვეულწილად, ნათესავები და ორივე ერი ამაყია იმით, რომ მეგობრობს და ერთმანეთს მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გვაძლევს ძალიან კარგ საფუძველს მომავალი მეგობრობისა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები