გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მცირე მასშტაბის, მაგრამ წარმოუდგენლად ძლიერი ქვეყანა

 „საქართველო მცირე მასშტაბის, მაგრამ წარმოუდგენლად ძლიერი ქვეყანა“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემოა, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. მისივე თქმით, საქართველოს და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობა მართლაც დინამიურია, ხორციელდება მთელი რიგი ვიზიტები, ხელი ეწერება ორმხრივ ხელშეკრულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას.
„საქართველო მცირე მასშტაბის, მაგრამ წარმოუდგენლად ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას, ჩვენ ვითვალისწინებთ ევროსტანდარტებს. ჩვენი ეკონომიკის პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური მდგრადი განვითარებისთვის და ჩვენ მივყვებით მტკიცე რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოში არის დაბალი გადასახადები.
„ჩვენ ქვეყანაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო მთელ მსოფლიოში, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო არის რეგიონალური ჰაბი. პრემიერის განცხადებით, სულ მალე მოეწერება ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან. ასევე, ამ მიმართულებით იგეგმება მოლაპარაკებების დაწყება ინდოეთთან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ლიბერალური რეჟიმით, დაბალი გადასახადებით, სტრატეგიული მდებარეობით საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა ინვესტიციების კუთხით. „ჩვენ ვთავაზობთ უცხოელ მეწარმეებს კონკურენტუნარიან გარემოს, გააფართოვონ თავიანთი ბიზნესაქტივობები რეგიონში. ჩვენ მხარს ვუჭერთ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აკავშირებს აზიას ევროპასთან”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში, რა კონტექსტშიც გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტი, ბაქო-თბილისი-ყარისის რკინიგზა დაასახელა. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს უძველესი აბრეშუმის გზის გამოცოცხლებას.
„ამ მიმართულებით ჩვენ უნგრეთს აღვიქვამთ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავაძლიერებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს და იმედი გამოთქვა, რომ ამის ეფექტურად გამოყენება მოხდება. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება.
გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ავიაკომპანია „ვიზეარის” საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისიდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით ფრენები ხორციელდება და „ვიზეარი” საუკეთესო მაგალითია უნგრეთის ბიზნესსაქმიანობისა საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები