დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ეფექტური მართვის საბაზისო კურსი ჩაუტარდათ

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს, აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის საბაზისო კურსი ჩაუტარდათ. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი 7 მოდულს მოიცავდა – ინტეგრირებული მართვის მოდელი, რესურსების მართვა, ვიზიტორთა მომსახურება, საზოგადოებასთან კავშირი და ეკოგანათლება, ინსტიტუციური განმტკიცება, მდგრადი ინფრასტრუქტურა, ძალოვანი და სამაშველო საქმიანობა. კურსი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს მისიისა და საქმიანობის სფეროს უკეთ გაცნობაში ეხმარება.
აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ინტენსიური წვრთნები სააგენტოში 2009 წლიდან ტარდება. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოში პაატა შანშიაშვილმა გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები