ვიქტორ ორბანი: უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება

“უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„ამის თაობაზე ბევრი ინფორმაცია მინახავს. მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ამაზე მიდის საუბარი და მოლაპარაკება“, – აღნიშნა ორბანმა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა განახლებულ რეგულაციებს განათლების შესახებ კანონში, რომელიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში დაფუძნებული უნივერსიტეტების ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს. შედეგად, ბუდაპეშტში მოქმედ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU), რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ არის დაფუძნებული, დახურვა ემუქრება.
თბილისში, „ქორთიარდ მარიოტთან“, სადაც საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს აქციით დახვდნენ. ადგილზე ბუდაპეშტში არსებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ქართველი კურსდამთავრებულები არიან შეკრებილი. ისინი უნივერსიტეტის დახურვას აპროტესტებენ. სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” ასევე, შეიკრიბნენ “ქართული იდეის” წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის სოროსის მორიგი პროექტი, რომელიც ეროვნულობის განადგურებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები