აშშ-ში მკვლელობისთვის გასამართლებული სიკვდილით დასაჯეს

აშშ-ის არკანზასის შტატში პირველად 12 წლის განმავლობაში მკვლელობისთვის გასამართლებული სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. სიკვდილით დასჯილის სახელია ლედელ ლი. მას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს. ლედელ ლის სიკვდილი მისი მეზობლის, დებრა რიზის მკვლელობისთვის მიუსაჯეს.
არკანზასში თვის ბოლომდე კიდევ 4 ადამიანის სიკვდილით დასჯა იგეგმება.
თავდაპირველად შტატის ხელისუფლება 30 აპრილამდე 8 ადამიანის სიკვდილით დასჯას აპირებდა, ვინაიდან ამ დროს სასიკვდილო ინექციას მოქმედების ვადა გასდიოდა.
ამ გადაწყვეტილება საზოგადოებრიობის, მათ შორის უფლებადამცველების მხრიდან პროტესტი გამოიწვია. ამის შემდეგ სამი სასიკვდილო განაჩენი გააუქმეს, ხოლო ერთის აღსრულება – გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები