დორტმუნდის „ბორუსიის“ ავტობუსთან აფეთქება რუსეთის მოქალაქემ მოაწყო

დორტმუნდის „ბორუსიის“ ავტობუსთან აფეთქება 28 წლის მამაკაცმა სერგეი ს.-მ მოაწყო, რომელსაც ორმაგი – რუსეთის და გერმანიის მოქალაქეობა აქვს. ამის შესახებ „ბი ბი სის“ გერმანიის პროკურატურაში აცნობეს. პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი ვარაუდობდა, რომ თავდასხმის შემდეგ კლუბის აქციების ფასი დაიწევდა და მათ ძებნას იაფად შეძლებდა.
ეჭვმიტანილი დღეს ქალაქ ტიუბიუნგებეში დააკავეს.
მას ბრალი წაუყენეს აფეთქების მოწყობაში, მკვლელობის მცდელობაში და სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებაში.
ცნობისთვის, 11 აპრილს დორტმუნდში, გერმანული საფეხბურთო კლუბის, „ბორუსიას“ ავტობუსთან, რომელსაც ფეხბურთელები გადაყავდა,  სამი აფეთქება მოხდა. აფეთქება „ბორუსია“–„მონაკოს“ მატჩის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები