დიდ ბრიტანეთში პოლიციას ტერორისტი მძღოლებისთვის ცეცხლის გახსნის უფლება მისცეს

ბრიტანულ პოლიციას უფლება მისცეს, იმ მძღოლებს გაუხსნას ცეცხლი, რომლებიც ავტომობილებს ტერორისტული მიზნებისთვის გამოიყენებენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
აქამდე პოლიციას ამ შემთხვევებში სროლის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ასეთ დროს გარშემო მყოფ პირებს რეალური საფრთხე ექმნებათ.
სროლის უფლება პოლიციას ლონდონში, ნიცასა და ბერლინში მომხდარი ტერაქტების შემდეგ მისცეს. სწორედ იქ გამოიყენა ტერორისტმა სატრანსპორტო საშუალება იმისთვის, რომ გამვლელებს შეჯახებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები