ჰაკერებმა IHG-ის სისტემის სასტუმროების ქსელის კლიენტების პერსონალური ინფორმაცია გაიტაცეს

ჰაკერებმა “InterContinental Hotels Group”-ის სისტემის სასტუმროების ქსელზე კიბერშეტევა განახორციელეს და კლიენტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია გაიტაცეს. ამ ქსელს ისეთი ცნობილი სასტუმროები ეკუთვნის, როგორებიცაა “Crowne Plaza”, “Holiday Inn”, “Candlewood Suites” და “Kimpton Hotels and Resorts”.
თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა მონაცემები 12 სასტუმროდან მოიპარეს, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ეს ციფრი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და კიბერშეტევა, სინამდვილეში, 1200 სასტუმროზე, ბარზე, რესტორანზე და სხვა დაწესებულებებზე განხორციელდა.
ჰაკერებმა საბანკო ბარათების მონაცემები, მათ შორის კოდები მოიპარეს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ მონაცემების მიხედვით, ბარათების კლონირება იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები